A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკურ საქმეთა საბჭო

It. Consiglio per gli affari economici
სადიოცეზო ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი და მასში შედის სამი საერო პირი, ეკონომიკურ საქმეთა ექსპერტი. მათი ამოცანაა ყოველწლურად წარადგინონ მომდევნო წლის შესაწირავთა და გასაცემ თანხათა წინასწარი ბალანსი და წლის ბოლოს დაამტკიცონ შემოსავლისა და გასავლის ბალანსი. საბჭოს წევრები ხუთწლიანი ვადით ინიშნებიან, მათ არ უნდა ჰქონდეთ ნათესაური კავშირი ეპისკოპოსთან (CIC, კან. 492-493). სამრევლო ეკონომიკური საბჭო კი სამრევლოს ქონების მართვაში ეხმარება წინამძღვარს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9