Etym. ლათ. emeritus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა emereri (e(x)+mereri) „დამსახურება“), სიტყვასიტყვით ნიშნავს „ის, ვინც საბოლოოდ დაიმსახურა“ ეს ტიტული ენიჭება პირს, რომელიც ასაკობრივი ზღვრის მიღწევის მიზეზით ან დაკმაყოფილებული უარის საფუძველზე თავს ანებებს საეკლესიო სამსახურს (CIC, კან. 185). მაგალითად, ეპისკოპოსი, რომელიც უარს ამბობს საკუთარ თანამდებობაზე, თავისი დიოცეზის ემერიტუსი ეპისკოპოსის წოდებას ინარჩუნებს (CIC, კან. 402).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4