A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ენკ ენქ ენც

ენციკლიკა

Etym. ლათ. (epistula) encýclica „ცირკულარული (წერილი)“, თავის მხრივ, მომდინარეობს ბერძნულიდან enkýklios „ცირკულარი“
It. Enciclica
საჯარო წერილი, რომლითაც პაპი მთელ ეკლესიას (ან მის რომელიმე ნაწილს) მიმართავს სამოძღვრო, ზნეობრივ ან სოციალურ საკითხთა თაობაზე. ენციკლიკის სახელწოდება იმეორებს მისი ტექსტის პირველ რამდენიმე სიტყვას, რომლებიც, როგორც წესი, წერილის შინაარსის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს (მაგ. Pacem in terris, Populorum progressio, Evangelii nuntiandi, Redemptor hominis, Laborem exercens, Veritatis splendor და სხვა). როგორც პაპის მაგისტერიუმის ამსახველი დოკუმენტები, ენციკლიკები განსაკუთრებული ავტორიტეტის მატარებელია, მიუხედავად იმისა, რომ მათი შინაარსი პაპის უცდომლობის ნიშნით არაა აღბეჭდილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9