A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეპი

ეპისკოპოსთა კონფერენცია

It. Conferenza episcopale
მუდმივი ორგანო, კრება ეპისკოპოსებისა, რომლებიც წარმოადგენენ ერთ ერს ან რამე განსაზღვრულ ტერიტორიას, სადაც ერთად ახორციელებენ სამწყსო საქმიანობას, რისი მიზანიც იმ უდიდესი სიკეთის ხელშეწყობაა, რომელსაც ეკლესია სთავაზობს ადამიანებს. ეს უმთავრესად ადგილისა და დროის გარემოებათა შესაბამისად განხორციელებული მოციქულობის ფორმათა და საშუალებათა მეშვეობით ხდება (CIC, კან. 447-459). ეპისკოპოსთა შეკრებების გამომწვევი მიზეზი გახდა როგორც წმიდა საყდრის, ისე ადგილობრივი სამოქალაქო ხელისუფლების მიერ ცალკეულ კრებათა მოწვევაზე დაწესებული შეზღუდვები. საფრანგეთში ეპისკოპოსთა რეგულარული შეკრებები იმართებოდა 1561 წლიდან 1788 წლამდე, ხოლო ევროპასა (ბელგია, გერმანია, ავსტრია, იტალია) და ამერიკის შეერთებულ შტატებში ამგვარი ტრადიცია XIX საუკუნიდან დამკვიდრდა. რომის პონტიფექსებმა ძალისხმევა არ დაიშურეს რელიგიური ნაციონალიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად (რისი მიზეზიც გერმანიასა და ავსტრიაში სამოქალაქო ხელისუფლების ჩარევა გახდა), აგრეთვე იმისათვის, რომ ეპისკოპოსთა კონფერენციების საქმიანობა წინააღმდეგობაში არ მოსულიყო წმიდა საყდრის ავტორიტეტთან, ან მეტისმეტად არ შეეზღუდა სადიოცეზო ეპისკოპოსთა უფლებები და ამ უკანასკნელთა მოქმედების მხარდაჭერის მიზნით (იტალიაში). ვატიკანის II კრებამ ხელი შეუწყო საეპისკოპოსო კონფერენციათა შექმნას მთელ ეკლესიაში, აგრეთვე, საეპისკოპოსო კოლეგიალურობის ამოქმედების ფორმის სახით (CD, 37-38).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9