A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
იტა

იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია

It. Conferenza Episcopale Italiana, CEI
1870 წელს ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებამდე იტალიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, XVIII საუკუნიდან ჩამოყალიბება დაიწყო ეპისკოპოსთა რეგიონალურმა შეკრებებმა. ამგვარმა შეკრებებმა XIX საუკუნეში უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო, 1889 წელს კი პაპმა ლეონ XIII-მ ოფიციალურად მოახდინა მათი რეგლამენტირება როგორც ეპისკოპოსთა რეგიონული კონფერენციებისა. მხოლოდ 1964 წელს დაარსდა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია, როგორც რეგიონალურ კონფერენციათა თავმჯდომარეების შეკრება. 1965 წლიდან კი ის მთელი იტალიის ეპისკოპოსთა შეკრებად იქცა. ამჟამად მისი საქმიანობა განისაზღვრება წმიდა საყდრის მიერ 1985 წლის 25 მარტს დამტკიცებული წესდებითა და 1985 წლის 28 მარტის დებულებით. ხოლო რეგიონალური კონფერენციები, რომლებიც კვლავ განაგრძობენ არსებობას და საქმიანობას, ხელმძღვანელობენ იმჟამინდელ საკონსისტორიო კონგრეგაციასთან შეთანხმებით, 1967 წლის 20-22 ივნისს დამტკიცებული საერთო დებულებითა და საკუთარი დებულებებით. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ორგანოებია: საერთო შეკრება (მას წელიწადში ერთხელ მაინც იწვევენ), რომელშიც მონაწილეობს ყველა ადგილობრივი ან დამხმარე ეპისკოპოსი და სამოციქულო დესპანი; მუდმივი საეპისკოპოსო საბჭო, შემდგარი რეგიონალურ კონფერენციათა და საეპისკოპოსო კომისიათა თავმჯდომარეებისაგან; საეპისკოპოსო კომისიები, რომელთაც ერთვის კათოლიკური უნივერსიტეტის კომიტეტი. კონფერენციას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელთაც ასახელებს პაპი, როგორც იტალიის პრიმასი. ცალკეულ აუცილებლობათა და პრობლემათა შესაბამისად შეიძლება შეიქმნას სხვა კომიტეტებიც.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9