A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საყოველთაო ბიბლიური ალიანსი

It. Alleanza Biblica Universale/ABU
1946 წელს დაარსებული ეს ორგანიზაცია დაახლოებით 100 ეროვნულ ბიბლიურ საზოგადოებას აერთიანებს, რომელთაგან ზოგიერთი XIX საუკუნიდან საქმიანობს. ამ ორგანიზაციის მიზანია ბიბლიის მთელ მსოფლიოში გავრცელება. ევანგელურ გარემოში აღმოცენებული ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან თანამშრობლობს ბიბლიის გავრცელების საერთო მისიის აღსასრულებლად. აღსანიშნავია: შეთანხმება ალიანსსა და ქრისტიანთა ერთიანობის სამდივნოს შორის „ბიბლიის ინტერკონფესიური წაკითხვის წარმმართველი პრინციპების“ თაობაზე, დადებული 1968 წელს და გადახედული 1987 წელს; ალიანსსა და კათოლიკურ ბიბლიურ ფედერაციას შორის მსოფლიო დონეზე სამოქმედოდ 1991 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის ხელშეკრულება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიბლიის გავრცელების შესახებ; ალიანსსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 1991 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი თანამშრომლობის ხელშეკრულება ბიბლიური საქმიანობის შესახებ. ალიანსის წევრია იტალიის ბიბლიური საზოგადოებაც (SBI).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9