A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეპი

ეპისკოპოსი

Etym. ბერძ. epíscopos (ზმნიდან epi-scopein „ზემოდან ცქერა“, „მეთვალყურეობა“)
It. Vescovo
მოციქულთა მემკვიდრე, რომელსაც მიენიჭა ხელდასხმის საიდუმლოს სისრულე. საეპისკოპოსო ხელდასხმის ძალით ეპისკოპოსი იღებს წმიდაყოფის, სწავლებისა და ღმრთის ხალხის (დიოცეზი) გაძღოლის მისიას. ამჟამად ეპისკოპოსთა დანიშვნის სამი გზა არსებობს:
ა) არჩევა, დანიშვნა, წარდგენა საერო ხელისუფალთა მიერ: არსებული უფლებები და პრივილეგიები ძალაში რჩება თანამდებდებაზე უარის თქმამდე და მომავალში აღარ მიენიჭება (CIC, კან. 377, ნაწ. 5; CD 20ბ);
ბ) ლეგიტიმური, – ანუ უნივერსალური სამართლისა და საარჩევნო კოლეგიის წესდებათა შესატყვისი, – არჩევა. ის უნდა დაადასტუროს რომის პაპმა, ვინც ანიჭებს კანონიკურ მისიას (CIC, 377, ნაწ. 1; 119, ნაწ. 1; 164-179; 164-147). ლათინურ ეკლესიაში ერთადერთი საეპისკოპოსო საარჩევნო კოლეგია საკათედრო კაპიტულუმია; არსებობს გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში;
გ) თავისუფალი დანიშვნა რომის პაპის მიერ (CIC, კან. 377, ნაწ. 1): ესაა ლათინურ ეკლესიაში ეპისკოპოსთა დანიშვნის ძირითადი წესი. ამ შემთხვევაში ცალკეული ეკლესიები სხვადასხვაგვარად მონაწილეობენ ეპისკოპოსთა დანიშვნაში (მაგალითად, სავარაუდო კანდიდატებს ასახელებენ). ეპისკოპოსობის კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს სარწმუნოებით, კეთილი ზნეობით, გულმოწყალებით, მონდომებით, სიბრძნით, წინდახედულობით, ადამიანური სათნოებით და სხვა თვისებებით, რომლებიც მას თანამდებობის ღირსად აქცევენ. კანდიდატს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, იყოს სულ ცოტა ოცდათხუთმეტი წლისა და მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში უნდა ეწეოდეს მღვდლობას (CIC, კან. 378). ეპისკოპოსები დაიყოფიან:
ა) სადიოცეზო ეპისკოპოსებად, რომელთაც მინდობილი აქვს დიოცეზზე სამწყსო მზრუნველობა (CIC, კან. 376); თავის მხრივ, სადიოცეზო ეპისკოპოსთა შორის განასხვავებენ სუფრაგანს (თუ ისინი მიტროპოლიტს ექვემდებარებიან და საეკლესიო პროვინციის შემადგენლობაში შედიან) და თავისუფალს (თუ არ მიეკუთვნებიან საეკლესიო პროვინციას და უშუალოდ წმიდა საყდარს ექვემდებარებიან) (CIC, კან. 431, ნაწ. 2);
ბ) ტიტულარულ ეპისკოპოსებად (CIC, კან. 376), რომლებიც შეიძლება იყვნენ: კოადიუტორი (ეხმარებიან სადიოცეზო ეპისკოპოსს და სარგებლობენ მემკვიდრეობის უფლებით) და დამხმარე (ეხმარებიან სადიოცეზო ეპისკოპოსს და შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ განსაკუთრებული უფლებამოსილებანი) (CIC, კან. 402-411);
გ) ემერიტუს ეპისკოპოსებად, რომლებიც აღარ ასრულებენ მოვალეობებს ასაკობრივი ზღვრის მიღწევის ან საკუთარი სურვილის გამო და ეს სურვილი დაკმაყოფილდა შესაბამისი საეკლესიო ავტორიტეტის მიერ (CIC, კან. 185).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9