A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იაკ იან იაჰ

იაკობელნი

It. Giacobiti
ასე უწოდებენ იაკობ ბარადეოსის (†578) მიმდევარ მონოფიზიტ სირიელ ქრისტიანებს. ედესის ეპისკოპოსად კურთხეულმა და შემდეგ გაძევებულმა იაკობმა შექმნა მართლმორწმუნე იერარქიასთან დაპირისპირებული მონოფიზიტური იერარქია, აკურთხებდა ეპისკოპოსებს, ჩამოაყალიბა სირიული ეროვნული ეკლესია. „მართლმორწმუნე სირიელებმა“, ანუ „ძველმა სირიელებმა“, როგორც უწოდებდნენ საკუთარ თავს იაკობის მიმდევარნი, მრავალი დევნა განიცადეს ბიზანტიელ იმპერატორთა, არაბთა, მონგოლთა, თურქთა და სხვათა მხრიდან. გავრცელდნენ სპარსეთსა და სომხეთში, ინდოეთში. უარყვეს ქალკედონისა და მომდევნო კრებები. მიუხედავად იმისა, რომ იაკობელნი აღიარებენ იესოს, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტ ადამიანს, მასში მხოლოდ ერთ ბუნებას ცნობენ. 1930 წელს, დაახლოების ხანგრძლივ მცდელობათა შემდეგ, სამხრეთ ინდოეთის (კერალა) იაკობელთა ერთი ჯგუფი რომის ეკლესიას შეუერთდა („მალანკარელი სირიელნი“).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9