A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იაკ იან იაჰ

იანსენიზმი

It. Giansenismo
ტერმინი მომდინარეობს კორნელიუს იანსენის (აკტოი, ჰოლანდია, 1585 - იპრი, 1638, ავტორი წიგნისა „ავგუსტინე“, 1640) სახელიდან. ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული მისი წიგნი იანსენისტური მოძრაობის დასაბამად იქცა. იანსენიზმი XVII-VXIII საუკუნეების ევროპაში გავრცელებული დოქტრინალური, პოლიტიკური და საეკლესიო მოძრაობაა. მის ამოსავალ წერტილად იქცა მოძღვრება მადლის შესახებ, კერძოდ, წინასწარგანსაზღვრულობის კალვინური ხედვა. მადლის შესახებ დაუსრულებელ დაპირისპირებებში საიმედო ორიენტირად და წყაროდ მუდამ წმიდა ავგუსტინე რჩებოდა. ავგუსტინეს მიმართავს თავისი ელიტარული და რიგორისტული ზნეობის წარმოდგენისას იანსენიც, ბაიოს მოწაფე, 1618 წლიდან ლუვენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი და 1636 წლიდან იპრის ეპისკოპოსი. ნაშრომში „ავგუსტინე“ იანსენი ღმრთაებრივი მადლის დაუძლევლობისა და პირველი ცოდვით განპიროებებულ ადამიანის სისუსტეზე საუბრობს და ცალკეულ საკითხებში ძალიან ახლოსაა ერესთან. 1641 წლის 1 აგვისტოს იანსენის შრომა აკრძალულ წიგნთა ნუსხაში (ინდექსი) მოხვდა, 1705 წელს კი იანსენიზმის წარმომადგენლებს მოსთხოვეს არა მხოლოდ silentium obsequirum (მორჩილების ნიშნად დუმილი), არამედ ერეტიკულ თეზისთა ნათლად უარყოფა. იანსენიზმის სულიერ ცენტრს წარმოადგენდა ვერსალის მახლობლად მდებარე პორ-როიალის მონასტერი, რომელსაც პატივს სცემდა ბლეზ პასკალიც, ვინც იანსენისტური სულისკვეთებით ებრძოდა იმდროინდელ იეზუიტთა კაზუისტურ და შემრიგებლურ ზნეობას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9