A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეპი

ეპისტოლე

Etym. ლათ. epistula, ნაწარმოებია ბერძნულიდან epistolé, „გაგზავნილი რამ“
It. Epistola
ძველად ეწოდებოდა სხვადასხვა შინაარსის წერილს, რომელიც გამოსაქვეყნებლად იყო განკუთვნილი და ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღებით ამზადებდნენ. ამ მიზეზით ეპისტოლეები ეწოდა ახალ აღთქმაში შემავალ კათოლიკე და პავლეს წერილებს. ვატიკანის II კრებამდელ წირვაში ეპისტოლედ იწოდებოდა სახარების წინ შესრულებული საკითხავი, რადგანაც ამ დროს ხშირად ახალი აღთქმის ეპისტოლეთა ნაწყვეტებს კითხულობდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9