A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ერე ერთ

ერესი

Etym. ბერძ. háiresis „არჩევანი“, „მიდრეკილება“
It. Eresia
რწმენის ერთ ან რამდენიმე ჭეშმარიტებაზე უარის თქმა ან მათში ჯიუტად დაეჭვება (CIC, კან. 751). დოგმატური თეოლოგია ერესს ეკლესიის ავტორიტეტის მიერ დამკვიდრებული გამოცხადებული ჭეშმარიტებისადმი დაპირისპირებად მიიჩნევს. თავდაპირველად ტერმინი აღნიშნავდა უპირატესობას („არჩევანი“), რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ თუ პოლიტიკურ დოქტრინას ენიჭებოდა. ახალ აღთქმაში სიტყვა ცხრაჯერ გვხვდება, გასაკიცხი სექტის ან მოძღვრების მნიშვნელობით. სამოციქულო მამებმა, აპოლოგეტებმა და, უმთავრესად, ტერტულიანემ უფრო დააზუსტეს ტერმინის მნიშვნელობა და განმარტეს ერესი როგორც რწმენის ჭეშმარიტებებთან დაკავშირებით საკუთარი, – ეკლესიის სწავლებასთან დაპირისპირებული, – ინტერპრეტაციის დამკვიდრება. წმიდა იერონიმემ ერესსა და სქიზმას შორის განსხვავება განმარტა: ერესი ნამდვილ სამოძღვრო უთანხმოებად განისაზღვრა, სქიზმა კი – იერარქიისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით გამოყოფად და ერთიანობის რღვევად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9