A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ერე ერთ

ერთიანობა

It. Unità
ეკლესიის ოთხ თვისებათაგან ერთ-ერთი: „მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ (მრწამსი). ეკლესია ერთია (ერთიანია), რადგანაც ჰყავს მხოლოდ ერთი უფალი, აღიარებს ერთადერთ რწმენას, იშვა ერთი ნათლისღებიდან, ქმნის ერთ სხეულს, ცხოველყოფილს ერთი სულის მიერ ერთადერთი იმედით, რომლის მიღწევის შემდეგაც ყველა დაყოფა გადაილახება. ეკლესიის ერთიანობა, რომელიც განსხვავებულობას არ გამორიცხავს, ყველაზე ღრმად გულმოწყალებაშია ფესვგადგმული და უზრუნველყოფილია თანაზიარების ხილული კავშირებითაც, როგორებიცაა: მოციქულთაგან მიღებული ერთადერთი სარწმუნოების აღსარება, საღმრთო კულტის ერთობლივი აღსრულება, ხელდასხმის საიდუმლოს მეშვეობით განხორციელებული სამოციქულო მემკვიდრეობითობა. ერთიანობა, რომელიც ქრისტემ თავის ეკლესიას უბოძა, ისტორიის მანძილზე მრავალი უთანხმოებისა და განხეთქილების გამო დაირღვა, ამიტომაც ეკლესია მოხმობილია, იღვაწოს იმ ერთიანობის ხელახლა მოპოვებისა და სრულყოფისათვის, რომელიც ქრისტეს სურს მისთვის (შდრ. CCC, 813-822).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9