A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ესა ესე ესთ ესქ

ესეველნი

Etym. ეტიმოლოგია უცნობია; შესაძლოა, მომდინარეობს არამეული სიტყვიდან hasajja, „ღმრთისმოსავნი“ ან „მდუმარენი“, საიდანაც წარმოიქმნა ორი ბერძნული ფორმა essenói და essâioi
It. Esseni
იუდაური სექტა, რომელიც, შესაძლოა, მაკაბელთა დროს ასიდეველთა განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა. ცნობილია არაბიბლიური წყაროების მეშვეობით (პლინიუს უფროსი, ფილონი და იოსებ ფლავიუსი). ესეველნი იყვნენ თორას მკაცრი მიმდევრები, – უმთავრესად დაუქორწინებლად ცხოვრობდნენ ჩაკეტილ საკრებულოებში, ეწეოდნენ ცხოვრების ღატაკ წესს. დაქორწინებულნი ამ საკრებულოთა მიღმა სახლობდნენ, თუმცა საზოგადოებასთან შეთანხმება აკავშირებდათ. შესაძლოა, ესეველნი იერუსალემის კულტის გაუბრალოების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობას წარმოადგენდნენ და ეზეკიელის მიერ დასახულ რეფორმათა (40- 48) მომხრენი იყვნენ. ამ მიზეზით ისინი იუდეის უდაბნო ყუმრანში გაიხიზნენ. შესაძლოა, მათთან ურთიერთობა ჰქონდა იოანე ნათლისმცემელს (შდრ. ლუკ. 1:80).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9