A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ესა ესე ესთ ესქ

ესთერის წიგნი

It. Esther, libro di
დაახლოებით ქრისტემდე 150 წელს დაიწერა, შედის ძველი აღთქმის ისტორიულ წიგნთა შორის. მასში მოთხრობილია გმირი ქალის ესთერის ცხოვრების თავგადასავალი, რომელიც მეფე ახაშვეროშის მეუღლე გახდა და ტახტზე ასვლის შემდეგ საკუთარი თავი და თავისი ხალხი იხსნა შეთქმულებისგან, რომელიც კარის უხუცესმა და ესთერის გამზრდელის, მორდექაის მტერმა, ჰამანმა ჩაიფიქრა. დასასრულ, წიგნში პურიმის დღესასწაულის დაარსების ამბავია მოთხრობილი. წიგნი მიზნად ისახავს, საგანგებოდ აღნიშნოს ძლევამოსილ მტერზე ებრაული საზოგადოების გამარჯვება და გადარჩენა, რისი მიღწევაც ისრაელმა ხალხმა მარხვის, ლოცვისა და, ამავე დროს, ღმრთის მიერ შთაგონებულ ადამიანთა გამჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით შეძლო.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9