A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ესა ესე ესთ ესქ

ესქატოლოგია

Etym. ბერძ. éschaton „უკანასკნელი“ + logos „მეცნიერება“
It. Escatologia
უკანასკნელი (Éschaton) არის საბოლოო რეალობა, რაც უახლესია (novissimus) ადამიანისა და სამყაროს ცხოვრებაში. ესაა თეოლოგიური მოძღვრება, რომელიც შეისწავლის „საბოლოო საკითხებს“ (ანუ, ადამიანისა და სამყაროს საბოლოო ბედის საკითხებს) არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობის თვალსაზრისით, არამედ როგორც ქრისტეს მოვლენის მიერ განპირობებულებს, რა მიზეზითაც ისინი ხსნის ისტორიის პერსპექტივაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ადამიანთა ისტორიას ბიბლია წარმოადგენს, როგორც ხსნის ისტორიას, ანუ, როგორც ღმერთსა და ადამიანებს შორის დადებული კავშირის, შეთანხმების შესრულებას. ეს ისტორია აკავშირებს სამყაროს დასაბამს (ალფა), ანუ შესაქმეს, საგანთა დასასრულთან (ომეგა). ქრისტე ისტორიის გადამწყვეტი მოვლენაა. მისი მკვდრეთით აღდგომა უმაღლესი ესქატოლოგიური მოვლენაა, რადგანაც მან შესაძლებელი გახადა ყოველივეს აღსრულება და დასაბამი მისცა ყოველივე ამას. ჟამთა აღსასრულს ქრისტე დიდებით დაბრუნდება (გამოცხ. 21:23), სატანასა და ყოველივე ბოროტზე საბოლოოდ გამარჯვებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9