Etym. ბერძ. etoimasía (tou thrónou) „(ტახტის) მომზადება“ აღმოსავლური წარმოშობის იკონოგრაფიული გამოსახულება ტახტისა მის თავზე მოთავსებული ჯვრით ან ქრისტეს მონოგრამით. აღნიშნავს ღმრთის უხილავ თანასწრებას და საშინელი სამსჯავროს ტახტზე მიანიშნებს. მაგალითად, ამგვარი გამოსახულება მოთავსებულია წმიდა მარიამის უდიდესი ბაზილიკის (სანტა მარია მაჯორე) ტრიუმფულ თაღში. დასავლურ იკონოგრაფიაში ეს მოტივი მხოლოდ მცირე ხნით დამკვიდრდა, აღმოსავლეთში კი ფართოდ გავრცელდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4