Etym. ბერძ. éxarchos „მეთაური“ თავდაპირველად ტერმინი სამხედრო ექსპედიციის მეთაურს აღნიშნავდა, მოგვიანებით ასე ეწოდებოდა ბიზანტიის იმპერიის მეფის ნაცვალს. საეკლესიო წრეებში ექსარქოსები ეწოდებოდათ სამიტროპოლიტო საყდართა ხელმძღვანელებსა და ხუთი დიდი საეკლესიო ოლქის მეთაურებს, რომლებადაც იყო დაყოფილი აღმოსავლეთის ეკლესია. შუა საუკუნეებში ეგზარხოსი მხოლოდ საპატიო ტიტულის მნიშვნელობით იხმარებოდა, პატრიარქები ამ წოდებას ზოგიერთი სამიტროპოლიტოს ხელმძღვანელებს ანიჭებდნენ. დღეს სიტყვა აღმოსავლური ეკლესიის პატრიარქის ან ეპისკოპოსის დელეგატის მნიშვნელობით იხმარება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4