Etym. ბერძ. exorkismós (ზმნიდან exorkízein) „თავიდან აცილება“, „გამოლოცვა“ წესი, რომლითაც ღმრთის სახელს მოუხმობენ ადამიანის, ცხოველის ან რამე ადგილის დემონისაგან დასაცავად. იესომ შეასრულა ექსორციზმის წესი (8:39, შმდ.; 12:22; 17:18) და იგივე დავალება მისცა თავის მოციქულებს (მარკ. 16:7). საკითხის დელიკატური ხასიათისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის საფრთხის გამო, ნათლისღების წესის ექსორციზმის გარდა, არავის აქვს უფლება კანონიერად აღასრულოს ექსორციზმი აკვიატებით შეპყრობილთან მიმართებაში ეპისკოპოსის ცხადი ნებართვის გარეშე. ასეთ ნებართვას ეპისკოპოსი აძლევს მხოლოდ „ლმობიერებით, ცოდნითა და კეთილგონიერებით შემკულ მღვდელმსახურს, ვინც უმწიკვლო ცხოვრებისეული გამოცდილებით ხასიათდება“ (CIC, კან. 1172).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4