A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეშმ

ეშმაკი

Etym. ბერძ. diábolos „ვინც მზაკვრულად აფერხებს“, თარგმანია ებრაული სახელისა satan „მოწინააღმდეგე“, „სატანა“
It. Diavolo
ეშმაკი არის უხილავი პიროვნული ძალა, რომელიც ღმრთის ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ და ადამიანის საზიანოდ მართავს ბოროტების ძალებს. ახალ აღთქმაში ეს ტერმინი 39-ჯერაა ნახსენები, ყველგან აღნიშნავს დაცემულ ანგელოსთა მეთაურს, რომელიც ბოროტებას ჩადის. ეკლესიის მამებიც ამგვარად განმარტავენ ეშმაკის რაობას. ლატერანის IV კრებამ (1215) საზეიმოდ გამოაცხადა, რომ „ეშმაკი და სხვა დემონები ღმერთმა ბუნებით კეთილებად შექმნა, ბოროტებად კი ისინი თავად იქცნენ“. ეკლესიის ბოლოდროინდელი სწავლება (პავლე VI და იოანე პავლე II) გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებობს ეშმაკი, რომელიც, კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად (2851), არის „პირი, რომელსაც სურს დააბრკოლოს“ ღმრთის ჩანაფიქრი და ქრისტეში განხორციელებული მისი „მხსნელი ქმედება“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9