A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვალ ვარ ვატ ვაჰ

ვატიკანი

It. Vaticano, Città del
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო მოიცავს 0,44 კვ.კმ ტერიტორიას და რომის დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. ის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა 1929 წლის ლატერანის ხელშეკრულებებით, ექვემდებარება რომის პაპს. წმიდა პეტრეს ბაზილიკის გარშემო მდებარე სასახლეთა და ბაღების კომპლექსი მოქცეულია ლეონურ გალავანში (პაპ ლეონ IV-ს, 847-855, სახელის მიხედვით). ექსტრატერიტორიულობის უფლება ვრცელდება სხვა ნაგებობებზეც: ლატერანის სასახლესა და ბაზილიკაზე, წმიდა მარიამ უდიდესისა და წმიდა პავლეს გალავანს მიღმა ბაზილიკებზე, სასახლეებზე, სადაც განთავსებულია სარწმუნოების გავრცელებისა და სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციები, სამოციქულო დათარიღების დაწესებულება, კანცელარია, სავიკარიუსო, გაბრიელის ვილა ჯიანიკოლოზე, კასტელ განდოლფოს სასახლე მიმდებარე ჩიბოს სასახლითა და ბარბერინის ვილის ჩათვლით. ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი განაგებს. სახელმწიფო გერბზე წითელი ფერის ფარზე პაპის სიმბოლოებია (მიტრა და კლიტენი) გამოსახული. ვატიკანის დროშა ყვითელი და თეთრი ფერისაა, თეთრ ფონზე მოთავსებული პაპის სიმბოლოთი. ვატიკანის სახელმწიფოში მიმოქცევაში ევრო. პოლიციის ფუნქციებს შვეიცარიული გვარდია ასრულებს. ვატიკანი ფლობს საფოსტო სამსახურს, აქ იბეჭდება საფოსტო მარკები, მოქმედებს სტამბა, რადიოსადგური და ასტრონომიული ობსერვატორია. დამთვალიერებელთათვის ღიაა ვატიკანის მუზეუმები, ბიბლიოთეკა და საიდუმლო არქივი. წმიდა საყდარს – ვატიკანის ტერიტორიისაგან დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, მრავალ ქვეყანაში ჰყავს მივლინებული ლეგატები და დესპანები, ხოლო ვატიკანში აკრედიტებული დაახლოებით ასზე მეტი ქვეყნის დიპლომატია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9