A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვალ ვარ ვატ ვაჰ

ვაჰაბიტები

It. Wahhabiti
მიმდევრები ისლამური რეფორმატორული მოძრაობისა, რომლის სახელწოდებაც ფუძემდებლის, მუჰამედ იბნ ’აბდ ალ-ვაჰაბის (1703-1792) სახელს უკავშირდება. საუდის დინასტიის მმართველობის პერიოდში ვაჰაბიტებმა თანდათან დაიკავეს არაბეთის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი და დასაბამი დაუდეს დღევანდელ საუდის არაბეთის სამეფოს. რეფორმატორი იბნ აბდ ალ-ვაჰაბი ისლამის წყაროებთან დაბრუნებას და ყურანისა და ტრადიციის ზედმიწევნით დაცვას ქადაგებდა. მან მკაცრად დაგმო სიახლეები, ერეტიკული ტენდენციები და გადახრები, როგორიც იყო, მაგალითად, ახლად შემოღებული წმიდანთა კულტი. ალ-ვაჰაბი ემხრობოდა ისლამური იურიდიული წყობილების (შარიათი) ზედმიწევნით დაცვას, ჰანბალის სკოლის შესაბამისად. სწორედ ეს სკოლაა დღეს წამყვანი საუდის არაბეთში. მისი წესების თანახმად, იკრძალება ღვინის, ყავის, თამბაქოს მოხმარება და ხაზგასმულია „წმიდა ომის“ წარმართვის ვალდებულება. ნავთობის მოპოვებით მოხვეჭილი სიმდიდრის წყალობით, საუდის არაბეთი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სხვადასხვა ფონდების მეშვეობით (ესაა ბანკები, ისლამური სოლიდარობის ხელშეწყობისა და ისლამური ეკონომიკური მოწყობის მხარდამჭერი ფონდები, მუსლიმური სამყაროს ლიგა, რომელიც ისლამურ უმცირესობათა მხადაჭრასა და სამყაროში ისლამის გავრცელებას ემსახურება), საუდის არაბეთის გავლენა სულ უფრო ზრდება, რასაც წმიდა ადგილების მცველთა მათი როლიც უწყობს ხელს, თუმცა, მეორე მხრივ, მათ ჰეგემონიას ყურადსაღები მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9