A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვედ ვერ

ვერონის საიდუმლოთა წიგნი

It. Veronese, sacramentario
ეს არა იმდენად საიდუმლოთა წესების წიგნია, რამდენადაც წირვათა ფორმულარების საკმაოდ უწესრიგო ნაკრები, რომლებიც უდავოდ რომიდან და, შესაძლოა, იმავე ლატერანის არქივებიდან მომდინარეობს. ბიანკინიმ, რომელმაც პირველმა გამოსცა 1735 წელს ეს ნაკრები, მას ლეონის საიდუმლოთა წიგნი (Sacramentario Leoniano) უწოდა, თუმცა პაპ ლეონს მხოლოდ რამდენიმე ფორმულარს მიაკუთვნებენ. კრებული შეიცავს პაპების გელასიუსისა და ვერგილიუსის რამდენიმე ტექსტსაც, სხვა ცალკეული ტექსტების ავტორთა ვინაობა კი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი. VI-VII საუკუნეებით დათარიღებული ეს კრებული ლათინური ევქოლოგიის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. წირვათა ფორულარები სამოქალაქო წელიწადის თვეების მიხედვითაა განაწილებული და არა „წელიწადის წრის“ თანახმად (როგორც ეს გელასისეულ კონდაკშია), ანუ ლიტურგიული დროების, თანახმად. სამწუხაროდ, კრებული არასრულია, – ის აპრილის თვიდან იწყება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9