A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვია ვიგ ვიზ ვიკ ვიშ ვიც

ვიზიტაციონელები

It. Visitandine
ოფიციალური სახელწოდებაა: მარიამის მონახულების ორდენი (Ordo de Visitatione Beatae Mariae Virginis), ის 1610 წელს ანესიში წმიდა ფრანცისკე სალელმა და იოანა ფრანჩესკა ფრემიო დი შანტალმა (1572-1641) დააარსეს ღარიბთა დახმარებისა და მჭვრეტელობითი ცხოვრების მიზნით. 1618 წელს პალე V-მ მოიწონა ის, როგორც ავგუსტინესეული წესდების მეორე ორდენი. ორდენის მონასტერთა უმეტესი ნაწილი საფრანგეთში დაარსდა, რამდენიმე მათგანი – აზიასა და შეერთებულ შტატებში. მონასტერთაგან ყველაზე ცნობილი იყო პერეი-ლე-მონიალის მონასტერი, სადაც აღმოცენდა იესოს წმიდა გულის თაყვანისცემის ტრადიცია, რომელსაც განსაკუთრებით იცავდა მარგარიტა მარია ალაკოკი (1647-1690, კანონიზებულია 1920). 1950 წელს ორდენის მანამდე დამოუკიდებელი მონასტრები გაერთიანდნენ კონფედერაციაში მთავარი წინამძღოლის ხელმძღვანელობით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9