A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვია ვიგ ვიზ ვიკ ვიშ ვიც

ვიკარიუსი

Etym. ლათ. vicarius (სიტყვიდან vicis „მოვალეობანი, ფუნქციები“)
It. Vicario
პირი, რომელიც ასრულებს მოვალეობებს უფრო მაღალი თანამდებობის შემცვლელის ან წარმომადგენლის სტატუსით. კანონიკური სამართლის კოდექსი ვიკარიუსთა სხვადასხვა ტიპებს განასხვავებს:
ა) სამოციქულო ვიკარიუსი: პაპის სახელით მართავს ღმრთის ხალხის განსაზღვრულ ნაწილს, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული დიოცეზად (CIC, კან. 371);
ბ) გენერალური ვიკარიუსი: ეპისკოპოსის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ეხმარება მას დიოცეზის მართვაში (CIC, კან. 475). გენერალური ვიკარიუსის განსაკუთრებული ტიპია პაპის მიერ დანიშნული კარდინალი ვიკარიუსი, რომელიც მისი სახელით მართავს რომის დიოცეზს; თავის მხრივ, კარდინალ ვიკარიუსს ეხმარებიან (პაპის მიერ დანიშნული და მთავარეპისკოპოსის წოდების მქონე) ვიცეგერენტი და დამხმარე ეპისკოპოსები, რომლებიც მასთან ერთად ქმნიან დიოცეზის საეპისკოპოსო საბჭოს;
გ) საეპისკოპოსო ვიკარიუსი: ინიშნება ეპისკოპოსის მიერ და მას ეხმარება დიოცეზის განსაზღვრული ნაწილის ან განსაზღვრული ტიპის საქმეთა მართვაში (CIC, კან. 476);
დ) სასამართლო ვიკარიუსი: ინიშნება ეპისკოპოსის მიერ თანამდებობრივად ძალაუფლების მქონე განმსჯელად (CIC, კან 1420);
ე) ადგილობრივი ვიკარიუსი: ეწოდება, აგრეთვე, დეკანოზს ან მთავარხუცესს, რომელიც ინიშნება ეპისკოპოსის მიერ და ადგილობრივ ვიკარიატს უძღვება (CIC, კან. 553;
ვ) საკრებულოს ვიკარიუსი: საკრებულოს წინამძღვრის თანაშემწე (CIC, კან. 545).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9