A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვნე

ვნება

Etym. ლათ. passio „ვნება“
It. Passio
სახარებაში ქრისტეს ტანჯვისა და სიკვდილის ამსახველი მონათხრობი. ამგვარი მონათხრობი სახარებათა თავდაპირველ, საწყის ბირთვს წარმოადგენს: მათ შორის ყველაზე ძველია ის, რომელიც მარკოზის სახარებაშია გადმოცემული და ის უმთავრესად ქრისტეს ვნების ისტორიულობას უსვამს ხაზს; მათე საღმრთო წერილის ასრულებაზე აკეთებს აქცენტს (შდრ. მათ. 26:24.54); ლუკა წარმოადგენს იესოს, როგორც მოთმინებით აღსავსე საყოველთაო მხსნელს (შდრ. ლუკ. 23:27, შმდ.); იოანეს სახარებაში კი იესო წარმოდგენილია როგორც მეუფე, რომელიც ნებაყოფლობით ირჩევს ვნების გზას (შდრ. იოან. 18:33- 19:15). ვნების ამსახველი მოთხრობები („ვნებანი“) იკითხება წმიდა კვირეულის ლიტურგიულ მსახურებათა დროს (ბზობის კვირადღეს და დიდ პარასკევს).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9