A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვნე

ვნებები

Etym. გვიანლათ. passio, სიტყვიდან passus, ნამყოს მიმღეობა სიტყვისა pati „ტანჯვა“
It. Passioni
აღნიშნავს განცდებს ან გრძნობებს. ემოციების, გრძნობების მეშვეობით ადამიანი სიკეთის წინათგრძნობისა და ბოროტის ვარაუდით ცნობის უნარს ფლობს. უმთავრესი ვნებებია სიყვარული და სიძულვილი, სურვილი და შიში, სიხარული, სევდა და გულისწყრომა. ვნებები, როგორც მგრძნობიარობის გამოვლინებანი, თავისთავად არ შეიცავს ზნეობრივ სიკეთესა თუ ბოროტებას. მაგრამ, გონებასა და ნებაზე ვნებათა დამოკიდებულების მიხედვით, მათში ზნეობრივი სიკეთის თუ ბოროტების არსებობაზე ვსაუბრობთ. შემთხვევითი არაა, რომ საღმრთო წერილი ზოგჯერ ვნებებს განიხილავს ადამიანის გულის მისწრაფებებად, რომლებიც ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებენ მას (შდრ. დან. 13:8.11.14.20.56). მაშასადამე, ემოციები და გრძნობები შეიძლება იქცეს სათნოებად ან გადაგვარდეს მანკიერებად (შდრ. CCC, 1762-1775).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9