A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შიდ შივ შიი შინ

შიიტები

Etym. არაბ. shi’a „პარტია“
It. Sciiti
სუნიტების შემდეგ ისლამის მეორე (თუმცა რიცხობრივად უფრო მცირერიცხოვანი) ჯგუფი. შიიტებსა და სუნიტებს შორის დაყოფას რელიგიურ-პოლიტიკური მეზეზები ჰქონდა. როდესაც დამასკოს იმჟამინდელმა მმართველმა, ომაიადმა მუავიამ ხალიფა ალის (656-661) წინააღმდეგ გაილაშქრა, ამ უკანასკნელმა კი გამოწვევა მიიღო (660 წელს სიფინის მახლობლად), სუნიტებმა მუავიას დაუჭირეს მხარი, შიიტები კი ერთადერთ კანონიერ ხალიფად ალის მიიჩნევდნენ. შიიტები ალის მხარეს დადგნენ (შია) და შემდგომშიც მისი, მისი სახლობისა და შთამომავლების ერთგულნი დარჩნენ. შიიტები იცავენ მუჰამადისაგან სისხლით მემკვიდრეობითობის პრინციპს, როგორც ხალიფად აღიარების პირობას და იმამს (საკრებულოს მეთაური), ამასთანავე, რელიგიური წინამძღოლის ფუნქციასაც აკისრებენ. შიიტებისათვის იმამი ალის მემკვიდრეა თავის რელიგიურ და პოლიტიკურ მსახურებაში, რომელიც ღმრთისაგან აქვს მინიჭებული წინასწარმეტყველ მუჰამადის მიერ აღსრულებული მცირე კურთხევისა და განსაკუთრებული ღმრთაებრივი გასხივოსნების წყალობით. ამგვარად, იმამი იქცევა საკრებულოს ერთადერთ კანონიერ ხელმძღვანელად და ფაქტობრივად შეუმცდარ ხელისუფლად. შიიტები, რომლებმაც ისტორიის მანძილზე არაერთხელ განიცადეს დევნა, ცხოვრობენ ირანში (სადაც შიიტობა სახელმწიფო რელიგიაა), ერაყსა და პაკისტანში. დაიყოფებიან: ზაიდელებად, იმამელებად, ისმაილელებად და სხვა უფრო მცირე ჯგუფებად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9