A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სუბ სუდ სუკ სულ სუნ სურ სუფ

სუნა/სუნიტები

It. Sunna/Sunniti
სუნიტები მუსლიმთა უმრავლესობას (დაახლოებით 90%) შეადგენენ; თავს მიიჩნევენ მართლმორწმუნეებად სარწმუნოების საკითხებში. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელმწიფოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და კანონის წინდახედულ გამოყენებას. ყურანთან ერთად, სუნიზმის საფუძველია სუნა – წინასწარმეტყველ მუჰამადის მითითებანი, და საკრებულოს თანმხვედრი აზრი. ამიტომაც სუნიტებს „სუნას და საკრებულოს ადამიანებს“ უწოდებენ. სუნას ავტორიტეტი კავშირშია მუჰამადის, ყურანის განმმარტებლისა და გამომცხადებლის, როლთან. იმ საკითხებში, რომელთა შესახებაც მუჰამადმა თავისი ნება გამოხატა, მორწმუნეებს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება აღარ აქვთ (შდრ. ყურ. 33:36). მორწმუნეთა შორის წინასწარმეტყველის ყოფნა სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და საკრებულოს მიერ განვლილი გზის სისწორის გარანტიაა (შდრ. ყურ. 3:101). მოქმედებს პრინციპი: „თუ ადამიანი მაცნეს ემორჩილება, იგი ღმერთს ემორჩილება“ (4:80). სუნიზმის კიდევ ერთი საფუძველია საკრებულოს თანხმობა, ანუ მუჰამადის სიკვდილის შემდეგ განსაზღვრული პერიოდის ყველა კანონმცოდნის თანხმობა იურიდიული ნორმების გამო.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9