A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ამა ამბ ამე ამი ამო ამპ ამუ

ამბროსისეული

It. Ambrosiano
მილანის (მედიოლანის) ეპისკოპოსის, წმიდა ამბროსის, სახელთან დაკავშირებული. ამბროსისეული წესი ეწოდება ლიტურგიულ წესს, გავრცელებულს მილანის თითქმის მთელ დიოცეზსა და რამდენიმე მიმდებარე ზონაში. ის გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება: ადვენტი გრძელდება ექვს და არა ოთხ კვირას, როგორც ეს რომაულ წესითაა მიღებული; დიდი მარხვა იწყება არა ნაცრის ოთხშაბათს, არამედ მის მომდევნო კვირადღეს; წირვისას შერიგების ხელისჩამორთმევა წინ უსწრებს შეწირულებას; მრწამსი შეწირულებას მოსდევს, პურის გატეხა კი ევქარისტიული ლოცვის დასასრულს, „მამო ჩვენო“-ს ლოცვამდე სრულდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9