A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ზა ზე ზი ზო
ზებ ზეთ ზეკ ზელ ზეც

ზელოტები (მოშურნენი)

Etym. ბერძნ. zelotés „მონდომებული“, „მოშურნე“, „ფანატიკური“, სიტყვიდან zeloun „რამე მიზნისაკენ მგზნებარედ სწრაფვა“
It. Zeloti
პალესტინის ნაციონალისტური პარტიის წევრები (ქრისტემდე I საუკუნე – ქრისტეს შემდეგ I საუკუნე), რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ იუდა გალილეველთან. ღმრთისა და რჯულის მგზნებარე მიმდევრები, ისინი თავიანთ რჯულს ტერორისტული საქმიანობითაც იცავდნენ, რომელიც ძირითადად რომაელ „დამპყრობთა“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს უკანასკნელნი პალესტინელ ნაციონალისტებს „სიკარებს“ უწოდებდნენ, რადგანაც ისინი ტანსაცმელში დამალულ ხანჯალს – „სიკა“-ს, ატარებდნენ. მათი მხრიდან რომის ბატონობის სასტიკმა მიუღებლობამ იუდეველთა ომს დაუდო დასაბამი (66-74 წწ.), რასაც შედეგად მოჰყვა იერუსალემის ტაძრის დანგრევა და თვით პარტიის განადგურება: მისმა წევრებმა ალყაშემორტყმული მასადას (73 წ.) თავგანწირული დაცვის შემდეგ რომაელთა ხელში ჩაცვენას მასობრივი თვითმკვლელობა არჩიეს. ამ მოძრაობის მიმდევარი იყო, აგრეთვე, იესოს მოციქული სიმონი, მოშურნედ წოდებული (ლუკ. 6:15; საქმ.1:13).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9