A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ზა ზე ზი ზო
ზია ზირ

ზირაქის წიგნი

It. Siracide, libro del
ამ სახელწოდებით მოიხსენიება დღეს ეკლესიასტეს სიბრძნის წიგნი, რადგანაც ძირითად ბერძნულ წყაროებში ის დასათაურებულია, როგორც „სიბრძნე იესოსი, ზირაქის ძისა“. სახელწოდება ეკლესიასტე კი ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში დამკვიდრდა იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ ეს იყო „ეკლესიის მიერ დაწერელი წიგნი“ (ecclesiasticus liber). პროლოგში ავტორის შვილიშვილი განმარტავს, რომ წიგნი ბერძნულად თარგმნა ქრისტემდე 132 წელს, ეგვიპტეში ყოფნის დროს, ხოლო მისმა ბაბუამ, ბენ სირამ, ის დაახლოებით 190-180 წლებში ებრაულ ენაზე დაწერა. ამ მეორადკანონიკური წიგნი არ გამოირჩევა სტრუქტურული წყობით, გამონაკლისია მხოლოდ დაყოფა სიბრძნის შემცველ (თავ. 1, 1-42, 14) და დანარჩენ ნაწილებად, რომლებიც ეთმობა ღმრთის სიბრძნის გამოვლინების დიდებას ბუნებასა (თავ. 42, 15-43, 33) და ხსნის ისტორიის გამოჩენილ პიროვნებათა ცხოვრებაში (თავ. 44-50). ავტორი ცდილობს, სიბრძნე კანონთან გააიგივოს, ხაზს უსვამს ისრაელის სიბრძნის სპეციფიკურობას და იმ ნიმუშებს, რომელთაგანაც უნდა აიღოს მან შთაგონება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9