A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თაბ თავ თალ თან თარ თაყ

თაბორელნი

It. Taboriti
ჰუსიტთა უფრო რადიკალური ფრთის წევრები, რომლებიც 1420 წელს სამხრეთ ბოჰემიაში (ჩეხეთში) დამკვიდრდნენ, – მთაზე, რომელსაც თაბორი უწოდეს (შდრ. მსაჯ. 4:6). ჟამთა აღსასრულის აპოკალიფსურ მოლოდინში მცხოვრები თაბორელნი მიზნად ისახავდნენ აბსოლუტურად ქრისტიანული სოციალური წყობის დამკვიდრებას, სადაც ღმრთაებრივი კანონი (როგორც აბსოლუტური ბუნებრივი კანონი) და ქრისტეს რადიკალური კანონი მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უნდა გავრცელებულიყო და ძალით უნდა ყოფილიყო მოხვეული თავს საზოგადოებისათვის ღმრთის სახელით მებრძოლ ქრისტიანთა საკრებულოს მეშვეობით. თაბორელნი წინასწარმეტყველებდნენ „წმიდა ომს“ უფრო მეტად რევოლუციური, ვიდრე ძველაღთქმისეული გაგებით, სახელმწიფოს მათეული მოდელი კი მსაჯულთა ეპოქის თეოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. 1434 წელს ლიპანისთან კათოლიკეთა და ულტრაკისტ ჰუსიტთა მიერ დამარცხებული თაბორელნი თავდაპირველად მრავალ მცირე სექტად დაიყვნენ, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტეს არსებობა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9