A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ამა ამბ ამე ამი ამო ამპ ამუ

ამენ

Etym. ებრ. fuZidan ‘aman, „გაძლება“, „მტკიცედ დგომა“
It. Amen
ნიშნავს „ასეა“, „მართალია“, „უეჭველად“, „ნამდვილად“. სეპტუაგინტაში ესაიას სიტყვები „ჭეშმარიტი ღმერთი“ (ეს. 65:16) ითარგმნება როგორც theós amen. იოანეს გამოცხადებაში ქრისტეს ეწოდება „ამენი“ (გამოცხ. 3:14), რადგანაც ის ჭეშმარიტებას ამოწმებს. აქვს, ამასთანავე, ზმნიზედური ფუნქციაც და გამოხატავს მსმენელის თანხმობას („დიახ, უეჭველია“) მოსაუბრის სიტყვების მიმართ, შერწყმულს ნათქვამის ახდენის სურვილთან (შდრ. 3მეფ. 1:36; იერემ. 11:5; 28:6). ამგვარად „ამენი“ რელიგიური შეძახილის მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით – საკულტო მსახურებაში (შდრ. ნეემ. 5:13; 8:6). დამახასიათებელია იესოს მიერ „ამენ“-ის გამოყენება: ესაა დამადასტურებელი ფორმულა: „ამენ გეტყვი თქვენ/შენ“ („Amen dico vobis/tibi“), რომელიც 28-ჯერ გვხვდება მათეს, 14-ჯერ მარკოზის, 7-ჯერ ლუკასა და 26-ჯერ, ორმაგი ფორმით, იოანეს სახარებებში: „ამენ, ამენ გეტყვით თქვენ“ („Amen, amen, dico vobis“) ანუ „ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ“. „ამენ“ სპონტანურად გადმოვიდა ებრაული ლიტურგიიდან ქრისტიანულში, როგორც დამსწრეთა თანხმობის გამომხატველი შეძახილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9