A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თაბ თავ თალ თან თარ თაყ

თავისუფალი განსჯა

It. Libero esame
თეოლოგიაში გამოთქმა აღნიშნავს საღმრთო წერილის საეკლესიო ავტორიტეტისაგან დამოუკიდებელი პიროვნული განმარტების კრიტერიუმს. ამ მოძღვრების მიმდევრები იყვნენ რეფორმატორები, ვისი აზრითაც თავისუფალი განსჯა შესაძლებელი იყო სული წმიდის პიროვნული დახმარების მეშვეობით, რაც წმიდა ნაწერთა სწორი განმარტების გარანტიას იძლეოდა. თუმცა ამგვარად, შესაძლებელი ხდებოდა ბიბლიის განმარტების უამრავი ვერსიის დამკვიდრება და, ამიტომ, რეფორმატორული ეკლესიები სარწმუნოების აღსარების მეშვეობით არაპირდაპირი გზით ამტკიცებდნენ ოფიციალურ საეკლესიო ინტერპრეტაციას. თავისუფალი განსჯა მხოლოდ პროტესტანტული მოძრაობის ყველაზე რადიკალურმა ჯგუფებმა შეინარჩუნეს, როგორებიცაა, მაგალითად, სოცინელები და ანაბაპტისტები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9