A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თაბ თავ თალ თან თარ თაყ

თავისუფალი ნება, თავისუფლება

It. Libero arbitrio – Libertà
თეოლოგიასა და ფილოსოფიაში დამკვიდრებული გამოთქმა. თავისუფალი ნება მჭიდროდაა დაკავშირებული თავისუფლების ცნებასთან (რაც გონებასა და ნებაში ფესვგადგმული მოქმედების ან უმოქმედობის შესაძლებლობაა) და, აქედან გამომდინარე, საკუთარი თავის მართვის, განსხვავებულ ქმედებათა შორის არჩევანის გაკეთების უნარია (CCC, 1731-1738). ქრისტიანობაში ყოველთვის ძალიან ფაქიზი და რთული საკითხი იყო თავისუფლებისა და ადამიანის თავისუფალი ნების შეთავსება ღმრთის ყოვლისშემძლეობის, წინასწარგანზრახულობისა და მადლის თემებთან.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9