A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ამა ამბ ამე ამი ამო ამპ ამუ

ამერიკანიზმი

It. Americanismo
ეს ცნება გულისხმობს ეკლესიის მოძღვრებასთან დაპირისპირებულ შეხედულებათა კომპლექსს, რომელიც იზიარებს ამერიკული ლიბერალური აზროვნების ცალკეულ ნიშნებს. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანის ბუნებრივ სიქველეებს, ავტორიტეტის პრინციპის შემსუბუქებასა და განსაზღვრულ დოგმათა ახლებური ინტერპრეტაციის აუცილებლობას. ამერიკანიზმს უკავშირდება, ასევე, სწრაფვა სინდისის თავისუფლებისა და კათოლიკეთა ქმედების მეტი თავისუფლებისკენ. ამავე დროს, მისი მომხრეები მხარს უჭერდნენ ეკლესიის მეტ გახსნილობას თანამედროვე კულტურის მოთხოვნილებათა მიმართ (American Way of Life). ამერიკანიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი იყო ყოფილი რედემპტორისტი ისააკ ჰეკერი († 1888). მან 1858 წელს დააფუძნა წმიდა პავლეს სახელობის მისიონერული საზოგადოება, რომლის მიზანი იყო პროტესტანტ მორწმუნეთა კათოლიკე ეკლესიის წიაღში მოქცევა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9