A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თაბ თავ თალ თან თარ თაყ

თანაზიარება

Etym. შედგება სიტყვებისგან inter+comunione
It. Intercomunione
საკმაოდ ბუნდოვანი ტერმინი, რომელიც ეკუმენურ გარემოში გამოიყენება. აღნიშნავს საეკლესიო თანაზიარების სხვადასხვა დონეებს. შეიძლება აღნიშნავდეს:
ა) სრულ საეკლესიო თანაზიარებას (უფლის სერობაში თანაზიარება, ყოველგვარი განსხვავების გარეშე);
ბ) თანაწირვას (სხვაგვარი ზიარების მსახურთა ორმხრივი დაშვება ევქარისტიული მსახურების წარსამართავად);
გ) თანააღვლენას (სხვადასხვა კონფესიათა მსახურების მიერ მსახურების ერთად აღვლენა);
დ) პირობით დაშვებას (გარკვეული პირობებით სხვა კონფესიათა მორწმუნეები დაიშვებიან ევქარისტიის მისაღებად; საკუთარ მორწმუნეებსაც, აგრეთვე, ეძლევათ ნება, მიიღონ მონაწილეობა სხვა კონფესიების მიერ აღსრულებულ ევქარისტიულ მსახურებაში);
ე) ურთიერთდაშვებას (შეთანხმება ორ ეკლესიას შორის, რომლის საფუძველზეც ერთი მათგანის წევრებს ევქარისტიის მიღება მეორეშიც შეუძლიათ და პირიქით).
მოქმედ დებულებათა თანახმად, კათოლიკე ეკლესია სხვა ეკლესიებთან ერთად თანააღვლენას მხოლოდ ღმრთის სიტყვის ლიტურგიის დროს აღასრულებს. კათოლიკე ეკლესია გარკვეული პირობებით უშვებს არაკათოლიკეთა მიერ თავის ეკლესიებში ევქარისტიის მიღებას და უფლებას აძლევს საკუთარ მორწმუნეებს, მიიღონ ის სხვა ეკლესიებში, თუმცა მხოლოდ იქ, სადაც ევქარისტიული მსახურება სრულყოფილად აღევლინება, როგორც წესი, აღმოსავლეთის ეკლესიებში. ამჟამად კათოლიკე ეკლესია თავის მორწმუნეებს პროტესტანტული ევქარისტიის მიღების ნებას არ რთავს. ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერჯერობით არ აქვს დამყარებული ურთიერთდაშვების ურთიერთობა კათოლიკე ეკლესიასთან.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9