Etym. ლათ. ზმნიდან cum-celebrare „ერთად აღვლენა“ ასე ეწოდება წირვის აღვლენას რამდენიმე ღმრთისმსახურის მიერ, რომლებიც თანამწირველებად იწოდებიან. ამგვარ წესს მუდამ მისდევდნენ აღმოსავლეთის ეკლესიაში, დასავლეთში კი ის დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ საღმრთისმსახურებო და საეპისკოპოსო ხელდასხმათა შემთხვევებში იყო გათვალისწინებული. ვატიკანის II კრებამ ლიტურგიული განახლების ფარგლებში წაახალისა თანამწირველობის ფორმის დამკვიდრება, აგრეთვე, სხვა შემთხვევებშიც, რაც მღვდელმსახურთა ურთიერთზიარების, ქრისტიან ხალხთან მათი თანაზიარებისა და იესო ქრისტეს ერთადერთ მღვდელმსახურებაში მათი მონაწილეობის ხაზგასმას ემსახურება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4