Etym. ბერძ. theós „ღმერთი“ + anér „ადამიანი“ It. Teandrico/ Teandrismo ამგვარად აღინიშნება ქრისტეს ერთადერთ პიროვნებაში ღმრთაებრივი ბუნების ადამიანურთან კავშირი. ზედსართავი სახელი გამოხატავს ამგვარი კავშირისა და მისგან გამომდინარე შედეგის ხასიათს. მაგალითად, ლიტურგია უმაღლესი თეანდრული რეალობაა, რამდენადაც მასში ეკლესიის (სხეულის) მიერ აღსრულებულ საიდუმლოებათა ცენტრში მუდამ ქრისტეა (თავი) მოქცეული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4