A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თეა თებ თეთ თეი თეკ თეო

თეატელნი

It. Teatini/e
საეკლესიოთა ორდენი, რომელიც ავგუსტინესეული წესდებას ეფუძნება და რომელიც დაარსებული 1524 წელს რომში, გაეტანო ტიენელის (†1547, კანონიზებულია 1671 წელს) და ჯამპიერო კარაფას, იმჟამად კიეტის (ლათ. Theate, საიდანაც მომდინარეობს ორდენის სახელწოდება) ეპისკოპოსის, მიერ. იმავე წელს ორდენი კლემენტე VII-მ მოიწონა. ორდენის დამაარსებლები დაახლოებით 1515 წელს აღმოცენებული რომის საძმოს, „საღმრთო სიყვარულის ორატორიუმის“, წევრები იყვნენ, რომელიც ღმრთისმოსავი ცხოვრების გარდა, სნეულთა დახმარებასაც ეწეოდა. თეატელთა ორდენის წევრები სამაგალითო სამღვდელმსახურებო ცხოვრებას ეწეოდნენ, დაკავებულნი იყვნენ, ამავე დროს, სამეცნიერო საქმიანობით და, გარდა ამისა, ღირსეულ მღვდელმსახურებს ზრდიდნენ. ორდენიდან მრავალი ეპისკოპოსი გამოვიდა, რომელთაც წვლილი შეიტანეს ტრიდენტის კრების მიერ დასახული საეკლესიო რეფორმის გატარებაში, განსაკუთრებით, სასულიერო პირებთან დაკავშირებით. დიდი ხნის განმავლობაში ორდენი მხოლოდ იტალიაში მოქმედებდა, კერძოდ, ნეაპოლსა და ვენეციაში, მოგვიანებით მისი საქმიანობა ევროპასა და ამერიკაშიც გავრცელდა. დღეს ორდენის წევრები აფრიკის კონტინენტზეც ეწევიან მისიონერულ საქმიანობას. ურსულა ბენინკაზას (†1618) მიერ ნეაპოლში 1583 წელს დაარსებული ორდენის ქალთა შტო (Congregazione delle oblate della Vergine Immacolata Maria) და 1617 წელს დაარსებული განდეგილთა ორდენი (Congregazione delle eremite) 1623 წელს პაპმა გრიგოლ XV-მ მოიწონა, 1633 წელს ისინი თეატელთა ორდენს შეუერთდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9