A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კაპადოკიელები

It. Cappadoci
IV საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი თეოლოგები და ეკლესიის მამები, წარმოშობით კაპადოკიიდან, საიდანაც მომდინარეობს მათი ზედწოდება. ისინია: წმიდა ბასილი დიდი, მისი ძმა წმიდა გრიგოლ ნოსელი და წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი, რომელიც წმიდა ბასილის ახლო მეგობარი იყო. ისინი იხილავდნენ ტრინიტოლოგიურ და ქრისტოლოგიურ საკითხებს. სახელი გაითქვეს ქრისტიანული მართლმორწმუნეობის დაცვით არიანელთა თავდასხმებისაგან და იმით, რომ მძლავრი ბიძგი მისცეს მონაზვნობას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9