Etym. ლათ. სიტყვიდან contemplatio ეტიმოლოგიურად ნიშნავს „დიდხანს ღრმა აღტაცებითა და დაფიქრებით ცქერას“. ბერძნული აზროვნება ჭვრეტას ადამიანის ყველაზე ამაღლებულ აქტივობას უწოდებდა და, როგორც ინტელექტუალურ შემეცნებას (theoría), მოქმედებას (práxis) უპირისპირებდა. ქრისტიანულ სამყაროში, წმიდა იოანე ჯვრისამ ჭვრეტას უწოდა „სიყვარულის მეცნიერება, ანუ ღმრთის თანდაყოლილი და სიყვარულით აღსავსე შეცნობა, რომელიც ერთსა და იმავე დროს ასხივოსნებს და სიყვარულში აფლობს სულს და საფეხურიდან საფეხურზე გადანაცვლებით ის მის შემოქმედ ღმერთამდე აჰყავს“ (ბნელი ღამე, II, 18). ჭვრეტა, როგორც გონებრივი არასასაუბრო ვედრება, ლოცვის მწვერვალია. ვატიკანის II კრება განმარტავს მას, როგორც „ღმრთისადმი გულითა და გონებით მინდობას“ (PC, 5), მსგავსს „მთელი არსებით ღმერთთან მირქმისა“ (GS).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4