Etym. ლათ. maledictio „ცუდის თქმა“ კურთხევის საპირისპირო ცნება. ესაა სხვათათვის ავის, აუგის, ცუდი ბედის ან სამუდამო შეჩვენების სურვილი. წყევლა-კრულვა მუდამ ბოროტებითა და მრისხანებით გამოწვეული დაბრმავების შედეგია. ძველი აღთქმის ბიბლიურ ენაზე ეს ღმრთის რისხვის ამსახველი წყევლის სიტყვებია (დაბ.12:3;): გველის დაწყევლა (დაბ. 3:14), კაენის დაწყევლა (დაბ. 4:11), ქამის დაწყევლა (დაბ. 9:25). ახალ აღთქმაში წყევლა-შეჩვენებას დაძლევს სიყვარულის კანონი, რომელსაც იესო ნეტარებათა ჩამოთვლისას აცხადებს: „აკურთხებდეთ თქვენს მაწყევართ“ (ლუკ. 6:28).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4