Etym. გერმ. Quelle „წყარო“ შემდგომში დაკარგული კრებული, რომელიც უმთავრესად იესოს სიტყვებსა და საუბრებს შეიცავდა. ამ კრებულით, ისევე, როგორც მარკოზის ნაწერებითა და სხვა სავარაუდო წყაროებით, სარგებლობდნენ მათე და ლუკა თავიანთი სახარებების შედგენის დროს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4