Etym. მომდინარეობს ლათ. სიტყვიდან consecrare (cum+sacer-ის ნაწარმოები ფორმა) „კურთხევა“ აღნიშნავს პიროვნების, საგნის ან რამე ადგილის საეროდან ღმრთაებრივის სფეროში გადასვლას წესის მეშვეობით, რის შედეგადაც ის სამუდამოდ ღმრთის ან კულტის მსახურებას ეძღვნება. კურთხევა იყო და არის წარმოდგენილი, აგრეთვე, მრავალ სხვა რელიგიაშიც. მაგალითად, ებრაულ რელიგიაში მიღებული იყო „ცხებით“ მეფეთა, ტაძრის საკურთხეველთა, და, ბაბილონიდან გაძევების შემდეგ, უმაღლესი მღვდელმსახურისა და ყველა მღვდელმსახურის წმიდაყოფა. კათოლიკე ეკლესიაში მიღებულია ეპისკოპოსთა, ქალწულთა, ეკლესიათა, საკურთხეველთა და ა.შ. კურთხევა. ევქარისტიულ ლიტურგიაში კურთხევა წარმოადგენს ცენტრალურ მოვლენას, როდესაც პური და ღვინო ქრისტეს სხეულად და სისხლად გადაიქცევა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4