A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ძე ძვ ძმ
ძმა ძმუ

ძმური მხილება

Etym. ლათ. სიტყვიდან correctio, რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან corrígere „შესწორება“
It. Correzione fraterna
ადამიანისადმი მიმართვა, რომელიც მიზნად ისახავს, ცოდვის ჩადენაზე ხელი ააღებინოს მას. ის თვით იესომ ასწავლა ადამიანებს: „თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით“ (მათ. 18:15, შმდ.). შეიძლება ჰქონდეს სამი სახე: კერძო; ნახევრად საჯარო, ერთი არ ორი მოწმის თანდასწრებით; საჯარო, ეკლესიის წინაშე. მოუნანიებელთა მიმართ უნდა გატარდეს უფრო მკაცრი სასჯელი: საკრებულოდან გარიცხვა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9