Etym. იაპონური წარმოთქმა ჩინური იდეოგრამისა „ჩან“ („მედიტაცია“) ბუდჰისტური მედიტაციის სკოლა, რომელიც ჩინეთში აღმოცენდა და იაპონიაში გავრცელდა, განსაკუთრებით XII-XIII საუკუნეებში. ძენის მოძღვრების თანახმად, ყოფნის აღმოჩენა და სიბრძნის ფლობა აღემატება კონცეპტუალურ კატეგორიებს და მხოლოდ შინაგანი გასხივოსნებით მიიღწევა.
ძენი გასხივოსნების ორ ძირითად მეთოდს გულისხმობს:
ა) მდუმარე მედიტაცია, ეგრეთ წოდებულ „ლოტოსის“ პოზაში, რასაც, – შინაგანი წონასწორობის მიღწევის მიზნით, – სუნთქვის რეგულირება ახლავს თან;
ბ) კოანის სავარჯიშო, ანუ რაციონალურად ამოუხსნელ ამოცანაზე კონცენტრაცია, ლოგიკური აზროვნებისათვის თავის დაღწევისა და უფრო ღრმა ფსიქიკურ სივრცეებში ჩაფლობის მიზნით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4