A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ძე ძვ ძმ
ძე ძენ

ძე ღმრთისა

It. Figlio di Dio
ასე მოიხსენიება ახალ აღთქმაში იესო ქრისტე, რითაც აღინიშნება მამა ღმერთთან, თავის მამასთან, მისი უნიკალური დამოკიდებულება. იესო ნამდვილი ღმრთის ძეა (რომ. 8:32), ერთადერთი (მათ. 3:17; 17:5), მხოლოდშობილი (იოან. 3:16), პირმშო (კოლ. 1:15), ჭეშმარიტი (1იოან. 5:20) და თავად ღმერთი (იოან. 1:1). არიოსთან დაპირისპირებაში, ნიკეის კრებამ (325) ხაზგასმით აღნიშნა: „ძე ღმრთისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი (ომოოúსიოს) მამისა“. ამიტომაც ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს იმის რწმენას, რომ ქრისტე ღმრთის შვილია (CCC, 454).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9