A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ძე ძვ ძმ
ძვე

ძველი კათოლიკეები

It. Vecchi cattolici
გერმანულენოვანი ეკლესიის მიმდევრები, რომლებიც ცალკე ჩამოყალიბდნენ (დაფუძნდა მიუნხენის კონგრესზე, 1871) მას შემდეგ, რაც უარი თქვეს ეღიარებინათ პაპის უმცდომლობისა და მისი იურისდიქციის პრიმატის დოგმა (ვატიკანის I კრება, 1869-1870). ამ ეკლესიის სარწმუნოების აღსარების საფუძველს წარმოადგენს 1889 წლის უტრეხტის დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ერთგულნი ვართ ძველი ეკლესიის სარწმუნოებისა, რომელიც გამოხატულია პირველი ათასწლეულის განუყოფელი ეკლესიის მსოფლიო კრებათა საყოველთაოდ აღიარებულ სიმბოლოებსა და დოგმატურ გადაწყვეტილებებში“. ძველ კათოლიკეთა საკრებულოები არსებობს გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9