A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო
ჩაქ ჩაწ

ჩაქოლვა

It. Lapidazione
ძველ აღთქმაში გათვალისწინებული (გამ. 19:13; ლევ. 20:2; 24:14, შმდ.; რჯლ. 13:11; იოან. 8:5) სიკვდილით დასჯის წესი: ქალაქის ფარგლებს გარეთ სიკვდილმისჯილს ქვებს უშენდნენ და მთლიანად გადაფარავდნენ მას ქვებით (შდრ. რიცხვ. 15:36; რჯლ. 17:5; 22:21.24). ზოგჯერ ჩაქოლვა თვითნებური გასამართლების ფორმას იღებდა, როგორც ეს იესოს (იოან. 10:31.33; 11:8), სტეფანეს (საქმ. 7:57), პავლეს (საქმ. 14:5; 2კორ. 11:25) და სხვათა შემთხვევებში (ებრ. 11:37) მოხდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9